ვიზიტორებს ალგეთისა და მტირალას ეროვნულ პარკებში, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ატრაქციონით, "თოკების პარკით" სარგებლობა უკვე შეუძლიათ.
ვიზიტორებმა ატრაქციონზე ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის რეგულაციები უნდა დაიცვან.
"თოკების პარკი" გასართობ-შემეცნებითი ატრაქციონია და გათვლილია ყველა სეგმენტის მომხმარებელზე. "თოკების პარკი" მოიცავს ორ მარშრუტს - მოზარდთათვის და ზრდასრულთათვის, არის ექსტრემალური, სახალისო და დაუვიწყარს ხდის ეროვნულ პარკებში ვიზიტს.
ქვეყანაში ეკოტურიზმის განვითარების ფარგლებში, ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებით სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. "თოკების პარკი", უახლოეს მომავლში, კოლხეთის ეროვნულ პარკშიც მოეწყობა.