დღეიდან, ჯეოსელისა და ლაილაის აბონენტებს საშუალება ეძლევათ უგულშემატკივრონ თავიანთ რჩეულ ჯეოსტარელებს უნიქარდის ქულებით.
1 ხმა - 4 ქულა
5 ხმა - 20 ქულა
ხმის მიცემა შესაძლებელია მობილური ტელეფონიდან * 552 # -ს აკრეფვით, მენიუში უნდა შეირჩეს სასურველი ხმათა რაოდენობა (1 ან 5), და შემდეგ მიეთითოს ფავორიტის (4 ნიშნა) ნომერი. უნიქარდმა ოქტომბრამდე 50 ათასამდე საჩუქარი გასცა და პირველი სექტემბრიდან დღემდე 40 ათასი ახალი მომხმარებელი შეიძინა. საჩუქრები მრავალფეროვანია და მომხმარებლის ყველა სეგმენტზეა გათვლილი. საჩუქრების ღირებულება 15 ქულიდან იწყება. უნიქარდი ყველასთვის ხელმისაწვდომია, ნესმისმიერ ადამიანს შეუძლია დააგროვოს ქულები და მიიღოს შესაბამისი საჩუქარი. აღსანიშნავია, რომ უნიქარდი წამახალისებელ აქციებს მომავალშიც გეგმავს, რომელიც სხვადასხვა სეგმენტზე იქნება გათვლილი.
უნივერსალური დაგროვებითი ბარათი „უნიქარდი" ქართულ ბაზარზე 2010 წლის 7 აპრილს შემოვიდა. დღემდე გაცემულია 340 ათასზე მეტი ბარათი და „უნიქარდით" სარგებლობა 900-მდე ობიექტში არის შესაძლებელი.
„უნიქარდი" წარმოადგენს „უნივერსალ ქარდ ქორფორეიშენის" ბრენდს. ამ კომპანიის დამფუძნებლები ინგლისური საინვესტიციო ფონდი GML Capital--ის შვილობილი კომპანია Kazbeg Master Holding და საქართველოს მოქალაქეები არიან.
GML Capital არის მსხვილი საინვესტიციო ფონდი, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა ბიზნეს პროექტების დაფინანსებას აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის რეგიონებში