სამშობლოს დაცვის ეგიდით რომ ხალხს ხვრეტდნენ, დღეს კოვიდის სახელით ყველაფერი "მოსულა", - წერს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუყტატი ეკა ბესელია სოციალურ ქსელ ფეისბუკში.
"ანტიკონსტიტუციური ე.წ შეზღუდვების კანონის მოქმედება წლის ბოლომდე გააგრძელეს! სამშობლოს დაცვის ეგიდით რომ ხალხს ხვრეტდნენ, დღეს კოვიდის სახელით ყველაფერი "მოსულა".
და იმავდროულად "მზრუნველი" სახით გვეუბნებიან ,რომ ზრუნვაა როცა სჯიან, ზღუდავენ, აჯარიმებენ, პარლამენტს აკნინებენ და...საერთოდ სუნთქვას უზღუდავენ ადამიანებს", - წერს ბესელია.