ზუგდიდში, სოფელ დარჩელში მდინარე ჯუმში 15 წლის მოზარდს ეძებენ. ბიჭი საქონელს მწყემსავდა, რის შემდეგაც ის არავის უნახავს.
ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ, შესაძლოა, ის მდინარეში ჩავარდნილიყო.
ამ წუთებში ადგილზე მოსახლეობა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები არიან მობილიზებულები.