თურქეთის ქალაქ ტრაბზონში დაკავებული 4 ქართველი დეპრტირებულია.
შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა. ეროვნებით სომეხი გუარ კარაკოსიანი, დამნაშავეების ჯგუფთან ერთად თურქეთში ქართველი და სომეხი ეროვნების ქალების სექსუალურ ექსპლუატაციას ეწეოდა. დამნაშავეების ჯგუფი თურქეთში ქალაქ ტრაბზონში აიყვანეს. ქართველებთან ერთად ისინი სომეხი ქალების ტრეფიკინგითაც იყვნენ დაკავებულები. ჯგუფის ხელმძღვანელი გუარ კარაკოსიანი ტრეფიკინგისათვის არის ძებნილი.
როგორც ცნობილია დანაშაულებრივ ჯგუფს პოლიცია მფარველობდა.
ქართველი ქალები ამ დროისათვის პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილნი და მათ დეპორტაციისათვის ამზადებენ. დანაშაულებრივ ჯგუფს პოლიციელიც მფარველობდა. სულ დაკავვებულია 18 პირი.