საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში უწყებათაშორისი კომპლექსური შეჯიბრი გაიმართა. სპეცრაზმელები, საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი ერთმანეთს სპორტის 11 სახეობაში ეჯიბრებოდნენ - ცურვა, ფეხბურთი, ფრენბურთი, კალათბურთი, ჩოგბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ესტაფეტა, ფეიტბოლი, მკლავჭიდი, ჭიდაობა და სროლა ცეცხლსასროლი იარაღით.
ტურნირში გამარჯვებულები სხვადასხვა პრიზებით დაჯილდოვდნენ.
შეჯიბრებებს შს მინისტრი ვანო მერაბიშვილიც ესწრება. შეჯიბრის ჩატარების იდეა სწორედ მინისტრს ეკუთვნის. მერაბიშვილმა შსს-ს აკადემიაში სპორტული კომპლექსიც გაიხსნა.