ედვარდ სურმანიძეს, გიორგი ბერულავასა და მურთაზ მეურვიშვილის აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. თბილისის საქალაქო სასამართლოში აღნიშნული პირების პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა.
ედვარდ სურმანიძე მზადაა ითანამშრომლოს გამოძიებასთან, თუმცა კატეგორიულად უარყოფს გამოძალვის ფაქტს, ისევე როგორც მისი მხრიდან სხვა სახის დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას. სურმანიძის თქმით, მასსა და გერმანელ ბიზნესმენს შორის არსებობს ნოტარიალურად დამოწმებული ხელშეკრულება, რომელშიც გერმანელი ბიზნესმენი სურმანიძის მიმართ ვალს აღიარებს.
შეგახსენებთ, კონსტიტუციციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს პარმანეტის ექს-ვიცე-სპიკერი ედვარდ სურმანიძე, გიორგი ბერულავა და მურთაზ მეურვიშვილი დააკავეს. მათ ბრალი გერმანელი ინვესტორისთვის უკანონო თავისუფლების აღკვეთაში ედებათ. ედვარდ სურმანიძე, გიორგი ბერულავა და მურთაზ მეურვიშვილი გერმანელ ინვესტორს დაშინებით და მუქარით ინვესტორს 270 000 ამერიკული დოლარის გადახდას თხოვდნენ. დანაშაული 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი იძიებს.
ედვარდ სურმანიძე წლების განმავლობაში იყო პარლამენტის წევრი, ვიცე-სპიკერი. 2004 წლის 13 ივლისიდან ასრულებდა ბათუმის მერის მოვალეობას. წინა მოწვევის პარლამენტში იყო აგრარულ სკითხთა კომიტეტის თავჯდომარე. ასევე წლების განმვლობაში ედვარდ სურმანიძე "ერთიანი მოქალაქეთა კავშირის" გენერალური მდივანი იყო. ბოლო წლებში იგი ბიზნეს საქმიანობას ეწეოდა.