საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და და 973-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 973 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 846 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 15.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4851 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 231.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -31.