შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზინდენტ დონალდ ტრამპის ფინანსურ დოკუმენტაციასთან წვდომის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ ნიუ იორკის ოლქის პროკურორებს, რომლებიც გამოძიებას აწარმოებენ ტრამპის ფინანსურ ტრანზაქციებთან დაკავშირებით.
ამავე დროს, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ფინანსურ დოკუმენტებზე წვდომას ვერ მიიღებს კონგრესი.
ტრამპის ადვოკატები აცხადებენ, რომ პრეზიდენტად ყოფნის პერიოდში ტრამპი სრული იმუნიტეტით სარგებლობს და მის დოკუმენტებზე წვდომის შესაძლებლობა არავის უნდა ჰქონდეს.
დონალდ ტრამპის საგადასახადო დოკუმენტებზე წვდომას კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტები და ნიუ იორკის ოლქის პროკურორი საირუს ვენსი ითხოვდნენ, რათა გამოერკვიათ ნამდვილად განახორციელა თუ არა დონალდ ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა საპრეზიდენტო კამპანიის დროს ფარული ანგარიშსწორება.
დონალდ ტრამპი კატეგორიულად ეწინააღმედგება ფინანსური დეკლარაციების გასაჯაროებას, უარყოფს ყოველგვარ ფარულ ანგარიშსწორებას და როგორც ყველა მის წინააღმდეგ წამოწყებულ სხვა საქმეს, ამ საქმესაც „კუდიანებზე ნადირობას“ უწოდებს.
უზენაესმა სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება 7 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღო.
"ორასი წლის წინ, ჩვენი სასამართლოს დიდმა იურისტებმა დაადგინეს, რომ არცერთი მოქალაქე, მათ შორის არც პრეზიდენტი, არ დგას საერთო მოვალეობაზე მაღლა და მას ევალება, წარმოადგინოს მტკიცებულებები, როდესაც გამოიძახებენ სისხლის სამართლის საქმეზე. ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ამ პრინციპს", - განაცხადა სასამართლომ
დონალდ ტრაპმი პირველი პრეზიდენტია რიჩარდ ნიქსონის შემდეგ, რომელსაც თავისი სადადასახადო დეკლარაციები არ გამოუქვეყნებია.