გრაგნილი, რომელშიც დევნილები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან რუსეთის ჯარების გაყვანას ითხოვენ, ათენში ჩაიტანეს.
გრაგნილზე ხელმოწერები ათენში, ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა, ემიგრანტებმა და ბერძნებმა დატოვეს. ათენში შეკრებილმა ქართველმა ემიგრანტებმა რუსეთს მოუწოდეს საოკუპაციო ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან გაიყვანოს.
შეგხსენებთ, რომ აღნიშნულმა გრაგნილმა უკვე მოიარა იტალია და გერმანია.
როგორც ცნობილია, დევნილებმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარის გაყვანის მოთხოვნით, სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს დასახმარებლად მიმართეს. მიმართვა ცივილიზებული მსოფლიოსადმი დევნილებმა სპეციალური გრაგნილში ჩამოაყალიბეს და ხელმოსაწერად სხვადასხვა ქვეყნის დიაპორის წარმომადგენლებს გაუგზავნეს.