დღეს, 17 ოქტომბერს, სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, სამოქალაქო ალიანსი „მომავალი სიღარიბის გარეშე" აქცია-კონცერტს გამართავს.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ჯეოსტარისა და ვარსკვლავების აკადემიის ყოფილი მონაწილეები.
მუსიკოსებს აკომპანიმენტს გაუწევს „აგორა ლაივ ბენდი".
სამოქალაქო ალიანის „მომავალი სიღარიბის გარეშე" შეიქმნა 2005 წელს და მისი მიზანია მონიტორინგი გაუწიოს და შეახსენოს მთავრობას მის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების აუცილებლობა.
2000 წელს მსოფლიოს 189 გვეყნის ლიდერმა პირობა დადო, რომ 2015 წელს მის ქვეყანაში ღარიბ ადამიანთა რაოდენობა მინიმუმ განახევრდებოდა.
როგორც ალიანსის შემქმნელები აცხადებენ, მიზნების შესრულებამდე დარჩა 5 წელი.
აქცია-კონცერტი 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, სამოქალაქო ალიანსი „მომავალი სიღარიბის გარეშე" კლუბში 33ა (ვაკის პარკის ღია კინოთეატრი) გაიმართება.