საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და და 968-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 968 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 844 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 15.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4425 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 222.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -3.