კოვიდს შოლტით ვერ დავამარცხებთ. თვითშეგნებით, პირბადითა და დისტანციის დაცვით კი დამერწმუნეთ, მინიმიზაციას მოვახდენთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, უფრო მეტი ადამიანი იცავს წესებს, ვიდრე არღვევს.
“ ჯარიმა პანაცეა არ არის, მთავარია ჩვენი თვითშეგნება. ხომ ვისწავლეთ ხელების დაბანა უკეთესად, ყველა დაწესებულებაში ხომ დგას თერმოსკანერები და სანიტაიზერები. ბევრი ადამიანი ავტობუსებში ატარებს პირბადეს, აწუხებთ ეს პირბადე, მაგრამ საჭიროა რომ სხვას არ გადაედოს, ან სხვამ არ გადასდოთ მათ. მთავარია, ჩვენი თვითშეგნება და არა ჯარიმები, ამას უნდა მივეჩვიოთ, შოლტით ვერ დავამარცხებთ კოვიდს, თვითშეგნებით, პირბადითა და დისტანციის დაცვით კი დამერწმუნეთ, მინიმიზაციას მოვახდენთ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.