ორგანიზაციამ " Caucasus Research Resource Centers program " საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა. ამ ქვეყნის მაცხოვრებლებს პასუხი უნდა გაეცათ კითხვაზე - ამართლებენ თუ არა ისინი თავიანთი ეროვნების ქალების სხვა ეროვნების მამაკაცებზე გათხოვებას.
ქართველების 41 %-მა მოიწონა ქართველი ქალების იტალიელებზე ან ბერძნებზე გათხოვება. ქართველი ქალების რუსებზე ან ამერიკელებზე გათხოვებას იწონებს 39 %. გერმანელებზე გათხოვებას გამოკითხულ ქართველთა 37 % უჭერს მხარს. აღსანიშნავია, რომ ქართველების 36 % არაფერი საწინააღმდეგო არა აქვთ ქართველი ქალის აფხაზი ან ოსი ეროვნების მამაკაცზე გათხოვებას.
აზერბაიჯანელთა 49 % თურქებთან ქორწინებას იწონებს, დანარჩენები წინააღმდეგნი არიან. აზერბაიჯანელი ქალების გერმანელებზე გათხოვებას აზერბაიჯანელების მხოლოდ 9 % იწონებს, ქართველებზე, შვედზე ან რუსზე აზერბაიჯანელი ქალის გათხოვებას კი აზერბაიჯანელთა 8 % უჭერს მხარს. ამასთან ერთად 90 %-ზე მეტი ეროვნებათაშორისი შეუღლების წინააღმდეგია. გამოკითხულთაგან არც ერთმა ადამიანმა აზერბაიჯანელი ქალის სომეხზე გათხოვებას მხარი არ დაუჭირა.
სომხების ნახევარზე მეტი (51%) რუსი ეროვნების მამაკაცებზე სომეხი ეროვნების ქალების გათხოვებას იწონებენ. მათი სიმპატიის მეორე ადგილზე აშშ-ს მოქალაქეებთან ქორწინებაა (39%) მესამე ადგილზე ბერძნები და იტალიელები არიან. სამაგიეროდ, სომხები ამართლებენ სომეხი ქალების აზერბაიჯანელ მამაკაცებზე გათხოვებას (92%), თურქებზე (91%) და ქურთებზე (83%).
მასალის გამოყენების პირობები