გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე მოსახლეობას მოუწოდებს ავტომობილები ველოსიპედით ჩაანაცვლონ.
"ამ კვირეული მიზანი ის არის, რომ საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდოთ და დავაფიქროთ იმაზე, რომ ჩვენი პატარ-პატარა გადაწვეტილებით დიდი პრობლემის მოგვარებას ან შეჩერებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ", - განაცხადა ხაჩიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს კლიმატის ცვლილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული კვირეული გაიხსნა.
"კლიმატის კვირეულის" ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიებების ჩატარება, კერძოდ კი ღონისძიებებს ველოსიპედისტების და სკეიდბორდისტების მსვლელობა გახსნა, რომელშიც მოხალისე ახალგაზრდებთან ერთად გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე, თბილისის მერი გიგი უგულავა, საქართველოში ევროგაერთიანების წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი პერ ეკლუნდი და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მიიღეს მონაწილეობა.
"კლიმატის კვირეულის", რომლის ლოზუნგია - "ვიმგზავროთ გონივრულად, ვიცხოვროთ უკეთესად", "საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" ორგანიზებით და ევროგაერთიანების მხარდაჭერით ტარდება.