"ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი დისკრიმინაციულად მიიჩნევს მთავრობის გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ 5 ქვეყანასთან უპირობოდ გახსნილი საზღვრების პირობებში, საქართველოს მოქალაქეებს ამ ქვეყნებში ვიზიტის შემდეგ ისევ კარანტინის გავლა მოუწევთ.
"სრულიად გაუგებარია რატომ ვთხოვთ ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს რომ გაიარონ 14-დღიანი კარანტინი იმ შემთხვევაშიც კი თუკი ისინი იმყოფებოდნენ ევროკავშირის იმ წევრ სახელმწიფოებში, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს საზღვარი გახსნილი კარანტინის გარეშე. რა დისკრიმინაციას აქვს ადგილი? ახლავე მოვუწოდებ მთავრობას, რომ ეს გადაწყვეტილება შეცვალონ. ასევე მოვუწოდებ მთავრობას, რომ გააფართოონ ამ ქვეყნების ნუსხა, რომელთათვისაც ჩვენ ვხსნით საზღვრებს. გაუგებარია რატომ არ არის ამ სიაში პოლონეთი, ჩვენი ტურისტული სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა. ამავე დროს, მოვუწოდებ მთავრობას გახსნას სახმელეთო საზღვარი თურქეთთან, ოღონდ რეგულაციებით, კოვიდ-პასპორტის მოთხოვნით, ტესტირებით და თუ საჭიროა სხვა დამატებითი რეგულაციებითაც“, - აცხადებს გიორგი კანდელაკი.