სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, ბადენ-ბადენის სარეაბილიტაციო ცენტრში დაისვენებს.
პატრიარქი გერმანიაში წუხელ ექიმების რეკომენდაციით გაემგზავრა.
ილია მეორეს სრული გამოკვლევა ჩაუტარდება.
მას თან საპატრიარქოს დელეგაციაც გაჰყვა.
"ჯვარი ეწეროს საქართველოს. გერმანიაში მივდივარ და ორ კვირაში დავბრუნდები ღვთის მადლით", - განუცხადა ჟურნალისტებს გამგაზვრების წინ ილია მეორემ.
ექიმების თქმით, პატრიარქის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ბოლო დროს გადატვირთული გრაფიკის გამო მას დასვენება ესაჭიროება.
"პატრიარქის ჯანმრთელბის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ მას ძალიან დატვირთული თვეები და გადაძაბული რეჟიმი ჰქონდა. ჩვენი გერმანიაში ვიზიტის მიზანია მოკლე სარეაბილიტაციო კურსის გავლა და მისი დასვენება", - აღნიშნა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მკურნალმა ექიმმა ცისანა შარტავამ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამშობლოში ნოემბერში დაბრუნდება.