ქუთაისში, სოფელ გეგუთში, მდინარე რიონის პირას სამართალდამცავებმა 25 წლამდე ქალის გვამი აღმოაჩინეს.
მდინარე რიონში სამძებრო სამუშაოები დღეს დილიდან მიმდინარეობდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი მდინარეში გამთენიისას გადახტა.
ამ დროისთვის გარდაცვლილის ვინაობა და თვითმკვლელობის მიზეზები უცნობია.
გვამი ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული.