დღეს, 17 ოქტომბერს, კლიმატის ცვლილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისში კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული კვირეული გაიხსნება.
"კლიმატის კვირეულის" ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიებების ჩატარება, კიერძოდ კი ღონისძიებებს ველოსიპედისტების და სკეიდბორდისტების მსვლელობა გახსნის, რომელშიც მოხალისე ახალგაზრდებთან ერთად გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე, თბილისის მერი გიგი უგულავა, საქართველოში ევროგაერთიანების წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი პერ ეკლუნდი და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ.
"კლიმატის კვირეულის", რომლის ლოზუნგია - "ვიმგზავროთ გონივრულად, ვიცხოვროთ უკეთესად", "საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" ორგანიზებით და ევროგაერთიანების მხარდაჭერით ტარდება.
კვირეულში მონაწილეობას მიიღებენ დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათ შორის, ქალაქის მერიის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ხელმძღვანელები და თანამშრომლები.