ზუგდიდში 36 წლის ხათუნა ციკოლია საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს.
ტელეკომპანია ”იმიდის” ინფორმაციით, გარდაცვლილს ბასრი იარაღით გულმკერდის, თავისა და მუცლის არეში 13 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
მკვლელობის მოტივი ამ დრომდე უცნობია.
როგორც ციკოლიას ახლობლები აცხადებენ, მას პირადი მტრები არასდროს ჰყოლია.
36 წლის ხათუნა ციკოლია ზუგდიდის ერთ-ერთ აფთიაქში პროვიზორად მუშაობდა.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.