დღეს, 17 ოქტომბერს, ედვარდ სურმანიძის, გიორგი ბერულავასა და მურთაზ მეურვიშვილის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" დაკავებულების ადვოკატმა აცნობა, სურმანიძე საქმის მასალების გაცნობის შემდეგ მზადაა ითანამშრომლოს გამოძიებასთან. თუმცა, როგორც ადვოკატი განმარტავს. მისი დაცვის ქვეშ მყოფი კატეგორიულად უარყოფს გამოძალვის ფაქტს, ისევე როგორც სხვა სახის დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" დაკავებულების ადვოკატმა განუცხადა, სურმანიძესა და გერმანელ ბიზნესმენს შორის არსებობს ნოტარიალურად დამოწმებული ხელშეკრულება, რომელშიც გერმანელი ბიზნესმენი სურმანიძის მიმართ ვალს აღიარებს.
შეგახსენებთ, კონსტიტუციციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს პარმანეტის ექს-ვიცე-სპიკერი ედვარდ სურმანიძე, გიორგი ბერულავა და მურთაზ მეურვიშვილი დააკავეს. მათ ბრალი გერმანელი ინვესტორისთვის უკანონო თავისუფლების აღკვეთაში ედებათ. ედვარდ სურმანიძე, გიორგი ბერულავა და მურთაზ მეურვიშვილი გერმანელ ინვესტორს დაშინებით და მუქარით ინვესტორს 270 000 ამერიკული დოლარის გადახდას თხოვდნენ.
დანაშაული 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი იძიებს.
საგანგებოდ გამართუულ ბრიფინგზე სამართალდამცავებმა ედვარდ სურმანიძის, გიორგი ბერულავას და მურთაზ მეურვიშვილის დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ ფარული ვიდეოჩანაწერი წარმოადგინეს.
ედვარდ სურმანიძე წლების განმავლობაში იყო პარლამენტის წევრი, ვიცე-სპიკერი. 2004 წლის 13 ივლისიდან ასრულებდა ბათუმის მერის მოვალეობას. წინა მოწვევის პარლამენტში იყო აგრარულ სკითხთა კომიტეტის თავჯდომარე. ასევე წლების განმვლობაში ედვარდ სურმანიძე "ერთიანი მოქალაქეთა კავშირის" გენერალური მდივანი იყო. ბოლო წლებში იგი ბიზნეს საქმიანობას ეწეოდა.