სანავთობო ობიექტებიდან ბლოკადის მოხსნის შესაძლებლობას განიხილავს ლიბიის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კორპორაცია რეგიონალურ ძალებთან. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს კომპანია.
კომპანიაში ამტკიცებენ, რომ ბოლო რამოდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობს მოლაპარაკებების ნავთობის მოპოვების აღდგენასთან დაკავშირებით სახელმწიფო კორპორაციას, ლიბიის გარდამავალ ნაციონალურ საბჭოსა და რეგიონის ქვეყნებს შორის გაეროსა და აშშ-ს მეთვალყურეობის ქვეშ.
კორპორაცია პირობას იძლევა, რომ მიღწეული შეთანხმების შედეგები უზრუნველყოფენ ნავთობისგან მიღებული შემოსავლების გამჭვირვალობას და ყველა ლიბიელისთვის სოციალურ სამართლიანობას.
კორპორაცია ასევე იმედოვნებს, რომ სანავთობო ობიექტები დაცულები იქნებიან და ისინი აღარასდროს გახდებიან საომარი და პოლიტიკური ვაჭრობის ობიექტებად.