ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარე, ევროკავშირის საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის მეტოქის, ჯო ბაიდენის გამარჯვებისთვის ლოცულობს. ამის შესახებ ტუსკმა მიკრობლოგ "ტვიტერზე" დაწერა.
"მე ყოველთვის მჯეროდა ამერიკის რესპუბლიკური იდეალებისა და ამერიკის სიდიადის, როგორც ანტიკომუნისტს „სოლიდარობის“ პარტიიდან, პოლონეთის პრემიერ-მინისტრსა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს. რეიგანი ჩემი გმირი იყო. ძალიან კარგად ვიცნობ დონალდ ტრამპს, სწორედ ამიტომ ვლოცულობ ჯო ბაიდენის წარმატებისთვის", - წერს ტუსკი.
ფოტო: Getty Images