"ერთიანი საქართველო" არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას, - განაცხადა "ერთიანი საქართველოს" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში.
ბურჯანაძე ვარაუდობს, რომ ოქტომბრის არჩევნებში მისი პარტია სერიოზულ გამარჯვებას მოიპოვებს.
"ჩვენ ვაპირებთ დამოუკიდებლად მივიღოთ მონაწილეობა ამ არჩევნებში. ერთიანი საქართველო იქნება 3 ნომერი. ვთხოვ ადამიანებს, რომ სწორი ანალიზი გააკეთონ, შეხედონ პოლიტიკური პარტიების პლატფორმებს, გამოცდილებასაც, ქცევასაც და აქედან გამომდინარე მიიღონ სწორი გადაწყვეტილება", - თქვა ბურჯანაძემ და აღნიშნა, რომ თანაგუნდელებთან ერთად აპირებს, რომ ოპოზიციის მიერ წარდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატებს მხარი დაუჭიროს იქ, სადაც მათთვის მისაღები კანდიდატი იქნება.