თბილისში, მდინარე მტკვარმა "ლაგუნა ვერეს" ტერიტორიაზე ახალგაზრდა გოგონას ცხედარი გამორიყა.
ცხედარი ერთ-ერთმა მოქალაქემ აღმოაჩინა. რომელმაც საპატრულო პოლიციას მიმართა.
სამაშველო სამსახური გამოცხადდა ადგილზე, რომლებმაც ცხედარი მდინარიდან ამოიყვანეს.
ადგილზე მუშაობენ ექსპერტები, რომლებიც ცდილობენ დაადგინონ გარდაცვლილის ვინაობა.
ექსპერტების ვარაუდით გოგონა დაახლოებით 25 წლის იყო.
მიმდინარეობს გამოძიება.