დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ისრაელის ორი ბიზნესმენს _ ფრენკ ზეერისა და რონი ფუქსს აღმკვეთ ღონისძიებად 60 დღით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
სასამართლომ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა საპროცესო გარიგების შესახებ.
დაკავებულებს ბრალად ედებათ მაღალი თანამდებობის სახელმწიფო მოხელის მოსყიდვის მცდელობა სახელმწიფიო ინტერესების საზიანოდ.
დაკავებულების ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.
ქართველმა სამართალდამცავებმა ფრენკ ზეერი და რონი ფუქსი ბათუმის ელიტარულ რესტორანში, ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილის მოადგილესთან ავთანდილ ხარაიძესთან შეხვედრისას აიყვანეს.
"დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქეები ბიზნესმენები რონი ფუქსი და ფრენკ ზეერი, რომლებიც საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს საქართველოს ინტერესების საზიანო გარიგებით ქრთამის სახით სთავაზობდნენ 7 მილიონ აშშ დოლარს. ამ დანაშაულში ასევე ჩართული იყო მათი პარტნიორი, ამჟამად უცხოეთში მყოფი ივანოს კარდოსოპულოსი", _ აცხადებს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე.
ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული კომპანია საქართველოს მთავრობას 700 მილიონ აშშ დოლარს სძალავდა. ყველაფერი 1991 წლიდან იწყება, როდესაც კომპანია "ტრამექსმა" საქართველოში ნავთობისა და გაზის უფლების მოპოვების ექსკლუზიური უფლება მიიღო. 1995 წელს მას ეს უფება ჩამოართვეს და გაზისა და ნავთობის სახელმწიფო კომპანიას გადასცეს. წლების შემდეგ "ტრამექსმა" საქართველოს მთავრობას საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლა და კომპანსაციად 700 მილიონი აშშ დოლარი მოითხოვა.
მას შემდეგ რაც ეს თანხა ვერ მიიღო მთავრობის ერთ-ერთ წარმომადგენელს 7 მილიონი აშშ დოლარის ქრთამის სახით შესთავაზა. ამ თანხის სანაცვლოდ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს მთავრობა უნდა აიძულებინა, რომ "ტრამექსისათვის" 100 მილიონი დოლარი მაინც გადაეხადა.