ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნებს შორის მოხვედრას ულოცავს.
"ვულოცავთ საქართველოს მსოფლიოს იმ 15 ქვეყანას შორის მოხვედრას, რომელთათვის ევროკავშირი 1 ივლისიდან კვლავ გახსნის თავის საზღვრებს!", - ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის "ფეისბუკის" გვერდზე.
ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად გამოაქვეყნა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელსაც საზღვრებს 1-ლი ივნისიდან გაუხსნის.
ქვეყნების ჩამონათვალში 15 სახელმწიფო მოხვდა, მათ შორის საქართველო. ეს ქვეყნებია: საქართველო, მონტენეგრო, სერბეთი, კანადა, ურუგვაი, ალჟირი, ტუნისი, მაროკო, რუანდა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაილანდი და ჩინეთი. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, საზღვარი მხოლოდ იმ პირობით გაიხსნება, თუ ჩინეთ თავადაც იგივე გადაწყვეტილებას მიიღებს.