ერთადერთი, რაც მამოძრავებს პირადად, არის ის, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერი-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბათუმში, მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"ერთადერთი, ჩვენ რაც გვამოძრავებს, მე რაც მამოძრავებს პირადად, არის ის, რომ საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ", - თქვა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის პრიორიტეტი, ქვეყანაში დემოკრატიულიი და დასავლურ სტანდარტების შესაბამისი არჩევნები ჩატარდეს.
გიორგი გახარია ასე გამოეხმაურა ცოტა ხნის წინ, პარლამენტის მიერ მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, საპარლამენტო არჩევნები 120/30 სისტემით გაიმართება.