პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით, 07:00 საათზე გაიხსნა.
არჩევნებში 11 საპრეზიდენტო კანდიდატი იღებს მონაწილეობას. წინასწარი გამოკითხვით ქვეყნის ამჟამინდელ პრეზიდენტს ანჟეი დუდასა და მის მთავარ მოწინააღმდეგეს, ოპოზიციური პარტიის ლიდერს, დედაქალაქის მერს, რაფალ ტშასკოვსკის არჩევნებში გამარჯვების თითქმის თანაბარი შანსები აქვთ.
პირველ ტურში რომელიმე ანდიდატი თუ ხმათა 50+1 პროცენტს ვერ მიიღებს, 12 ივლისს არჩევნების მეორე ტური გაიმართება.