მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ 10 მილიონს გადააჭარბა, გარდაიცვალა 499 ათასზე მეტი ადამიანი. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა მსოფლიოში 10 001 527-ს მიაღწია, გარდაიცვალა 499 124 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 5 065 869 ადამიანი.
ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევები აშშ-ში ფიქსირდება - 2 510 323, გარდაიცვალა 125 539 ადამიანი.