17 ოქტომბერს, "რომპეტროლის სეზონი 2010"-ის ფარგლებში, მცხეთაში პროფესიონალებისთვის და მოყვარულთათვის წყვილთა შორის საავტომობილო რბოლა გაიმართება.
საავტომობილო ფედერაციის ინფორმაციით, რბოლა მცხეთაში, ამფითეტრის ტერიტორიაზე, 11.00 საათზე აიღებს სტარტს და მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც პროფესიონალი ავტომრბოლელები, ისე მოყვარულები, რომლებსაც უკვე აქვთ საავტომობილო ფედერაციის მიერ გაცემული ლიცენზია.
"პროფესიონალ ავტომრბოლელთა რეგიტრაცია უკვე მიმდინარეობს საავტომობილო ფედერაციაში, ხოლო მოყვარულებს, რომლებსაც ჩვენ მიერ გაცემული ლიცენზია აქვთ, რეგიტრაციის გავლა ადგილზე, უშუალოდ რბოლის წინ შეეძლებათ", - აცხადებს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი მევლუდ მელაძე.
საპრიზო ფონდს მთლანად გენერალური სპონსორის, "რომპეტროლ საქართველოს" მიერ გამოყოფილი ერთი ტონა საწვავი შეადგენს. პროფესიონალებსა და მოყვარულებს შორის საწვავი თანაბრად გადანაწილდება და მრბოლელები მას საპრიზო კატეგორიების მიხედვით მიიღებენ.
"რომპეტროლ საქართველო" ავტოსპორტის აქტიური მხარდამჭერია და უკვე სამი წელია ეხმარება საავტომობილო ფედერაციას ამ სპორტის აღორძინებაში. გვიხარია, რომ ამ სპორტის განვითარებაში "რომპეტროლს" დიდი წვლილი აქვს შეტანილი, ხოლო მრბოლელთა წარმატებები სტიმულს გვაძლევს, მოყვარულებსაც მივცეთ საშუალება, მონაწილეობა მიიღონ ისეთი ტიპის რბოლებში, როგორიც მცხეთაში გაიმართება. სპეციალურად ამ ღონიძიების საპრიზო ფონდისთვის "რომპეტროლმა" 1 ტონა საწვავი გამოყო", - აცხადებს "რომპეტროლ საქართველოს" გენერალური დირექტორი ალექსანდრე ალბინი.
2008 წლიდან ავტოსპორტის გენერალური სპონსორი "რომპეტროლ საქართველოა". კომპანია ყველა ეტაპზე უზრუნველყოფს საწვავით მრბოლელებს, ასაჩუქრებს გამარჯვებულებს და ტრადიციად აქცია მათი წარმატებების შეჯამება გალადაჯილდოვების ცერემონიაზე, რომელიც ყოველი ახალი ეტაპის დაწყებამდე ტარდება.