სახალხე დამცველი 2019 წელის ანგარიშში, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ ეს საქმე სახელმწიფოს დღემდე არ გამოუძიება.
„სახელმწიფოს დღემდე არ გამოუძიებია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გაუჩინარების საქმე“, - სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 2020 წლის მარტში პატიმრობიდან გათავისუფლდა.
აფგან მუხთარლის, რომელიც 2017 წლის 29 მაისს თბილისში გაუჩინარდა, აზერბაიჯანის სასამართლომ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, საზღვარზე 10,000 ევროს არადეკლარირებულად გადატანასა და მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქართველოში მუხტარლის საქმეზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
აფგან მუხთარლი აზერბაიჯანიდან დევნილი საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტია, რომელიც ღიად გამოხატავდა აზერბაიჯანელი მთავრობის წინააღმდეგ მოსაზრებებს. 2015 წლის ინავრიდან ის საქართველოში ცხოვრობს, მის მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად, აფგანი თავისუფალ ჟურნალისტად მუშაობდა.