16 ოქტომბერს, 11:30 საათზე, ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ოფისში გაიმართება პრესკონფერენცია თემაზე: "ირაკლი კერესელიძეს ევროსასამართლოდან საქმის გამოტანას აიძულებენ".
"პრესკონფერენციაზე ირაკლი კერესელიძის წარმომადგენელი ევროსასამართლოში მანანა კობახიძე დეტალურად ისაუბრებს, ვინ, როგორ და რა ფორმით ახდენდა ზეწოლას პატიმარზე და რას პირდებოდნენ ირაკლი კერესელიძეს ევროსასამართლოში გაგზავნილ საქმეზე უარის თქმის სანაცვლოდ", _ აცხადებენ ორგანიზაციის წარმომადგენლები.