ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირების 36 151 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 831 პაციენტი.
სულ ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 2 346 937 შემთხვევაა აღრიცხული. მათგან 121 224 გარდაიცვალა.