ქობულეთის მუნიციპალიტეტში გზის რეაბილიტაციის ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა.
➡ჩაისუბანი-პატარა გორის მიმართულებით 1800 მეტრ მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის დაგების სამუშაოები განხორციელდა.
➡გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, 2200 მეტრ მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტობეტონის საფარი მოეწყო. გზასთან ერთად მოეწყო ლითონის მილი, რკინა ბეტობის კიუვეტები, ლითონის დამცავი ზღუდარები, გაბიონის საყრდელი კედელი და არსებულ ხიდზე მოაჯირები განახლდა.
➡ახალი გზა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ ქობულეთის მერ მირიან ქათამაძესთან და აჭარის გზების დეპარტამენტის უფროსთან ზაზა შავაძესთან ერთად დაათვალიერა.
➡ახალი გზით სოფელში მცხოვრები დაახლოებით 100 ოჯახი ისარგებლებს.