"ქართულ ოცნებას გიორგი რურუას გათავისუფლება ადრე თუ გვიან მოუწევს, - ამის შესახებ განცხადებას პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე ეკა ბესელია გადაცემა "პოლიტიკის ფორმულაში" აკეთებს.
მისი განცხადებით, გიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნით პოლიტიკოსები აქტიურად საუბრობენ, რაც საბოლოო ჯამში შედეგს გამოიღებს და მისი გათავისუფლება მოხდება.
"მე მაინც მგონია, რომ გიორგი რურუას გათავისუფლებაზე დაპირების შესრულება ადრე თუ გვიან მოუწევს. თვითდაზიანების განსაკუთრებული ნიჭი ახასიათებს ქართულ ოცნებას. რურუას გათავისუფლება მოუწევს იმის ხარჯზე, რომ დღეს რომ ისმის განცხადებები რურუასთან დაკავშირებით, სხვადასხვა პოლიტიკური ტრიბუნიდან, ეს ძალიან საზიანოა ქვეყნის იმიჯისთვის", - აცხადებს ესა ბესელია.