ეკა ბესელია აცხადებს, რომ ქვეყანაში წინასაარჩევნოდ გარკვეული საკითხები ფულით გვარდება - მისი თქმით, სექტემბრამდე ეს პროცესები უნდა დალაგდეს და სახელი დაერქვას.
"ფულით ყველაფრის ყიდვა შეიძლება ამ ქვეყანაში, ფული ყველგან ერევა, იშვიათი გამონაკლისების გარდა. სექტემბრამდე ბევრი ქაოტური პროცესი იქნება - მერე გამოჩნდება სურათი და სახელი დაერქმევა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
სოფო ზურაბიანის კითხვაზე, შეიძლება თუ არა პოლიტიკური პროცესები ფულით ლაგდებოდეს და არის თუ არა საუბარი ახალ პოლიტიკურ ძალებზე, ბესელია აცხადებს, რომ მას აქვს ინფორმაცია მსგავს პროცესებზე.
"მაქვს ინფორმაცია, კონკრეტულ ახალ პოლიტიკურ ძალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ", - პასუხობს ბესელია.