სამგზავრო გადაყვანების ახალი წესის დანერგივის შემდეგ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მგზავრობის საფასურის ნაწილს თბილისის მუნიციპალიტეტი დაფარავს. ამის შესახებ განცხადება პარლამეტნის დარგობრივი ეკონომკის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი მელაძემ დღეს სესიაზე "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" კანონში ცვლლებების შეტანის პროექტის განხილვისას გააკეთა.
კანონპროექტი ითვალისწინებს საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანებზე დღეს არსებული ლიცენზიისა და, შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებლის გაუქმებას. მის სანაცვლოდ ახალი ნებართვის დაწესებას ითავლსიწინებს. ამასთან, ნებართვის აღებისათვის საჭირო იქნება საკონკურსო პირობების დაკმაყოფილება.
კანონპროექტი დაჩქარებული წესით იხილება, რათა როგორც წინასწარ გაკეთდა განცხადებები, თბილისის მერიას დროულად მიეცეს საშუალება აღნიშნული ინციიატივის განხორციელებისათვის. ''