კორონავირუსის ახალი შემთხვევა გამოვლინდა თელავის მუნიციპალიტეტში. კოვიდინფექცია სოფელ ყარაჯალაში დაფიქსირდა.
შუახნის ქალს PCR ტესტზე ნიმუში აუღეს, რამაც covid-19-ზე დადებითი შედეგი აჩვენა. შუა ხნის ქალს ცოტა ხანში თელავის რაიონული საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილებიდან თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში გადმოიყვანენ.
ეპიდემიოლოგთა ჯგუფი უკვე მუშაობს სოფელ ყარაჯალაში. მიმდინარეობს წყაროს და კონტაქტების მოძიება.