კორონავირუსის პანდემიის გამო, ოქროს გლობუსის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალი გადაიდო. იუწყებიან კინოსამყაროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზატორები.
მათი თქმით, დაჯილდოების ცერემონია 2021 წლის 28 თებერვალს გაიმართება.
ტრადიციულად ღონისძიება ლოს ანჯელესში ყოველი წლის დასაწყისში, იანვარში იმართება.
მანამდე პანდემიის გამო გადაიდო ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს, "ოსკარის" 93-ე ცერემონიალი. ნაცვლად 28 თებერვლისა ოსკარების გადაცემის ცერემონია 25 აპრილს გაიმართება.