საქართველოში შემოდგომა - ზამთრის პერიოდში ღორის გრიპის (H1N1) გამწვავებაა მოსალოდნელი - განაცხადა დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ შოთა ცანავამ.
როგორც ცანავა განმარტავს, ეს იქნება ისეთივე ჩვეულებრივი გრიპი, როგორც სხვები, ხოლო ვირუსის ეპიდემიურობა არაა გამორიცხული, თუმცა განსაკუთრებით საგანგაშო შედეგები არ ივარაუდება.
"ვირუსის სრული იზოლირება შეუძლებელია. თუ ნებისმიერ ორგანიზებულ კოლექტივში ვირუსით დაინფიცირებული გამოჩნდება, უნდა მოვხდანოთ მისი იზოლირება ჯანმრთელი ადამიანებისგან დასაცავად. ვირუსის თავიდან ასაცილებლად საჭიროა პირბადეების სწორად და კარგად გაკეთება. დაუშვებელია მისი მრავალჯერადი გამოყენება." - ამბობს ცანავა.
ღორის გრიპი შემდეგი სიმპტომებით ხასიათდება: თავის ტკივილი, ტემპერატურის მატება, სახსრებისა და კუნთების ტკივილი.