კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული 3-თვიანი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ესპანეთში დასრულდა. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
ამიერიდან ქვეყნის მთელი ტერიტორიაზე გადაადგილებაზე ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნა. დღეიდან გაიხსნება საზღვრები შენგენის ზონის ქვეყნებისთვის. გამონაკლისია პორტუგალია, რომელიც ჩაკეტილ საზღვარს ესპანეთთან პირველ ივლისამდე შეინარჩუნებს.
ქვეყნის პრემიერ მინისტრმა, პედრო სანჩესმა სატელევიზიო მიმართვისას მადლობა გადაუხადა ყველა მოქალაქეს, რომელიც ჩართული იყო კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.
საგანგებო მდგომარეობა ესპანეთში 14 მარტს გამოცხადდა და ის ექვსჯერ იქნა გაგრძელებული.