პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ, რიგგარეშე სხდომაზე, სადაც არჩევნებთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ, გასული წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენები გაიხსენა.
როგორც მან აღნიშნა, სამწუხაროა, რომ მომხდარიდან 1 წლის გასვლის შემდეგაც, საქმეზე გამოძიება დასრულებული არ არის და პასუხისგებაში არავინ მიუციათ.
„ერთი წლის წინ, პარლამენტთან უმძიმესი პოლიტიკური მოვლენები განვითარდა, ძალიან ვწუხვარ, რომ 1 წლის თავზე გვაქვს ვითარება, როდესაც ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა პოლიტიკური გავლენებისგან საგამოძიებო უწყების გათავისუფლება, არ გვაქვს იმ საქმეზე დასრულებული გამოძიება, არ გვყავს პასუხისგებაში მიცემული ადამიანები, რომელთა ხელით უდანაშაულო გოგო-ბიჭები დასახიჩრდნენ, ჟურნალისტები დაშავდნენ. არ გვყავს დაზარალებულები სრული ჩამონათვალით დ არ არის პასუხისმგებლობის ამღები არავინ იმ სიმძიმეზე, რაც მაშინ მოხდა. სამწუხაროდ 1 წლის ავზე ვხედავთ იგივე სურათს -უსამართლობის განცდას“, - განაცხადა ბესელიამ.