სომხეთში კორონავირუსული ინფექციის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ბოლო ერთი დღის განმავლობაში 560-ით გაიზარდა და 20 268-ს მიაღწია , გარდაიცვალა კიდევ 18 ადამიანი. ნათქვამია სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.
"სომხეთში კორონავირუსის 20 268 შემთხვევა დადასტურდა. 9002 პაციენტი განიკურნა. 350 ადამიანი გარდაიცვალა. ამჟამად 10 802 პაციენტი მკურნალობს, სულ ჩატარებულია 95 754 ტესტი", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სომხეთში კორონავირუსის პანდემიის გამო 16 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა 13 ივლისამდე მოქმედებს.