საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 906 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 755-ს შეადგენს. გარდაიცვალა 14 პაციენტი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმში 2710 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 269.