საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 898-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 898 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 752 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 14.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2891 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 256.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -3.