კონსტიტუციაც ჩემ სახელთან არის დაკავშირებული, სტაბილიზაციაც, იარაღის ტარების აკრძალვის კანონიც, მხედრიონის ნეიტრალიზაციაც, - განაცხადა “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გადაცემა “რეაქციაში”.
მისი თქმით, პოლიტიკური მოღვაწეობის განმავლობაშ, მას სტრატეგიული შეცდომა არსდროს დაუშვია.
„ტაქტიკური შეცდომები, რა თქმა უნდა, იყო... სტრატეგიული შეცდომა მე არ დამიშვია, ჩემი ხალხისთვის არ მიღალატია. 1992 წელს პირველად გავხდი დეპუტატი. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი, კონსტიტუციაც ჩემ სახელთან არის დაკავშირებული, სტაბილიზაციაც, იარაღის ტარების აკრძალვის კანონიც, მხედრიონის ნეიტრალიზაციაც. ისიც, რომ ოლიგარქია მოდიოდა ხელისუფლებაში და ამან გამოიწვია ედუარდ შევარდნაძესთან ჩემი დაპირისპირება”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.