პროექტი "ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო" ორგანიზაციასთან ACT LLC თანამშრომლობის საფუძველზე ყოველწლიურად ატარებს საზოგადოებრივი აზრის კვლევას ევროკავშირის ექვს აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყანაში (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა).
2020 წლის კვლევის მიხედვით:
საქართველოს მოსახლეობის 77% თვლის, რომ საქართველოს კარგი ურთიერთობები აქვს ევროკავშირთან.
საქართველოში მოსახლეობის 69% ენდობა ევროკავშირს, და მხოლოდ 28% ენდობა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს.
საქართველოს მოსახლეობის 49% დადებითი აზრისაა ევროკავშირზე. საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 7%-ია უარყოფითი აზრის ევროკავშირზე.
საქართველოს მოსახლეობის 61%-მა იცის, რომ ევროკავშირი ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ქვეყანას, და 69% თვლის, რომ ეს მხარდაჭერა ეფექტურია.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა (საველე სამუშაო) ჩატარდა 2020 წლის თებერვლიდან მარტამდე (COVID-19 კრიზისის დაწყებამდე) და ის ემყარებოდა პირისპირ ინტერვიუებს 1,000 ადამიანისგან შემდგარ რეპრეზენტატულ ჯგუფებში თითოეულ ქვეყანაში.
მოიძიეთ ინფორმაცია 2020 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებზე: რეგიონული მიმოხილვა იხილეთ აქ.