რომ დაპირდი, უნდა შეასრულო და არ უნდა იყო გადამგდები, მით უმეტეს, საერთაშორისო გადამგდები, - განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ 8 მარტის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, რაც უნდა ეცადოს „ქართული ოცნება“ გვარით მანიპულირებას და პროცესის დისკრედიტებას, არ გამოუვა.
„ აქ პრინციპზეა საუბარი, როდესაც ხელშეკრულება პრაქტიკულად შედგა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დასავლელი პარტნიორების მონაწილეობით და ამ შეთანხმებას არღვევს ხელისუფლება. აქ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს - ეს იქნებოდა რურუას, ბაგრატიონის, ქიბროწაშვილისა თუ პეტრიაშვილის გვარი, აქ ასაუბარია პრინციპზე – რომ დაპირდი, უნდა შეასრულო და არ უნდა იყო გადამგდები, მით უმეტეს, საერთაშორისო გადამგდები“, - თქვა ბურჯანაძემ.