სერიოზული ინფორმაციაა, რომ რიგგარეშე სხდომაზე ივანიშვილმა ხუნდაძეების კიდევ ერთი აჯანყება მოაწყოს, - ამის შესახებ "საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.
მისი თქმით, ჯერ დამტკიცდეს ცვლილბები, კონსტიტუციაში ჩაიწეროს და მაჟორიტარ კანდიდატებზე მერ შეიძლება საუბარი.
"დარწმუნებული ვარ, თქვენი ერთ-ერთი კითხვა იქნება, ვაპირებ თუ არა მაჟორიტარობას. დავასწრებ და ვიტყვი, რომ დაბერდნენ პოლიტიკაში და ისეთ არასერიოზულ რაღაცებს აკეთებენ და ამბობენ ხოლმე, რომ ცოტა ვიბნევი. სერიოზული ინფორმაციაა, რომ კვირას რიგგარეშე სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ხუნდაძეების კიდევ ერთი აჯანყებას მოაწყოს. თუ ეს ჩავარდა, არანაირი 120/30-ზე სისტემა არ იქნება და არანაირი მაჟორიტარი არ იქნება და რაც არ იქნება, იმაზე წინასწარ რას თანხმდები და რას აცხადებ! ეს სერიოზულია?! მეუბნებიან ემოციური კაცი ხარო და თვითონ ისეთ რაღაცებს აკეთებენ. ჯერ დამტკიცდეს, არ გადავუგდივართ ბიძინა ივანიშვილს, ვერ იკადრებს ამას თუ რა? დამტკიცდეს, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, დავჯდეთ და ვილაპარაკოთ. სად ეჩქარებათ?!", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.